კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულმა მხარემ სტრასბურგს გირგვლიანის საქმეზე განაჩენის აღსრულების გეგმა წარუდგინა

27 ნოემბერი, 2012

ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების გეგმა წარუდგინა.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს" პრესკლუბში განაცხადა.

„როგორც ცნობილია, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს სახელმწიფოს უკვე წელიწადნახევარზე მეტია, უგრძელებს იმ ვადას, რაშიც გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულება უნდა მოხდეს, რადგან წინა ხელისუფლება უარს ამბობდა მის აღსრულებაზე, გარდა თანხის ნაწილში. თანხის გადახდით კი, სწორედაც რომ არაფერი დამთავრებულა. ჩვენ გვევალება, თავიდან გამოვიძიოთ ეს საქმე და მტკიცებულებების დადების შემდეგ მოხდეს დამნაშავეების ადეკვატური პასუხისგებინება სისხლის სამართლის წესით. მორიგი ვადა ქართულ სახელწმიფოს 25 ნოემბერს ამოეწურა. ამ დღეს დეპარტამენტს მე წარვუდგინე გირგვლიანის განაჩენის აღსრულების გეგმა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, გეგმაში საგამოძიებო მოქმედებების პირველი „ტალღაა“ გაწერილი.

„მასში, ასევე, მოცემულია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების ნუსხა, რომლებსაც დეკემბერში წამოვიწყებთ, რათა თუკი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა, დაზარალებულს ჰქონდეს ღირსეული როლი პროცესში. ჩვენ დაგვჭირდება სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა, რადგან დაზარალებული წინა ხელისუფლებამ აქცია მოწმედ. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპულ კონვენციასთან და ჩვენ ამას შევცვლით. ჩვენ, ასევე, შემოვიტანთ პატიმრობის კოდექსში ნორმას, რომელიც წინა ხელისუფლებამ სწორედ გირგვლიანის საქმის გამო გააუქმა და კვლავ აიკრძალება ერთ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებული პირების ერთ საკანში ყოფნა“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ სტრასბურგის სასამართლოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ახალი გამოძიების მომდინარეობასთან დაკავშირებით პირველ ინფორმაციას 31 იანვარმდე მიაწვდის.

„გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე, დაახლოებით თვის ბოლომდე გამიჭირდება, ზუსტად გითხრათ ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა გეგმავს, თუმცა ყველა ნაბიჯი იქნება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე, როცა ამის დრო დადგება“, - დასძინა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები