კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

28 ნოემბერი, 2012

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულების სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. 27 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პროკურორის მოთხოვნით მიიღო.

„ქართული ოცნების“ აქტივისტებს: ნინო ყურუას, მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს, კობა ჯაბუასა და გაგა ამბროლაძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე პრიმა მუხლით, ამომრჩევლის მოსყიდვაში ედებოდათ ბრალი. პროკურატურამ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა.

აქტივისტები 2012 წლის 10 ივნისს, საინფორმაციო მასალის დარიგების დროს დააკავეს.

ბრალდებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება უზანაესმა სასამართლომაც გაავრცელა. მასში ნათქვამია: „მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქუთაისში 2012 წლის 10 ივნისს აქცია დაგეგმა. მასში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად 2012 წლის 5 ივნისს პარტიის აქტივისტებმა მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრები, რა დროსაც ხსენებული პირები მოქალაქეებს ბუკლეტების შევსებისა და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით, დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში, ფულის ან სხვა ქონების გადაცემას. 2012 წლის 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ნ. ყურუას, მ. ამაშუკელის, კ. ჯაბუას, მ. მესხის და გ. ამბროლაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების მოხსნასა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაში, რაც მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტას იწვევს“.

რამდენიმე თვის განმავლობაში სასამართლო პროცესი არაერთხელ გადაიდო.

„ამ ბავშვების დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გადადებული სასამართლო  პროცესი ცხადყოფდა სასამართლოს მოლოდინს, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოიგებდა არჩევნებს, მათ უდანაშაულოდ გამოაცხადებდნენ და გაუშვებდნენ. ფაქტია, წინა ხელისუფლება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დევნიდა ყველას, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ იყო კავშირში. ამ ახალგაზრდების ბრალეულობაც არარეალური იყო და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ფინალით დასრუდა. ციხეში ყოფნით მათ ფსიქიკას, საერთოდ მათ მომავალს საფრთხე ემუქრებოდა“, - განუცხადა humanrights.ge-ს სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას „ქართული ოცნების“ წევრმა, რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნატო ქათამაძემ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები