კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ბოლო პერიოდის ანგარიშები

28 ნოემბერი, 2012

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს ბოლო პერიოდის ორ ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს 22 ოქტომბერი - 4 ნოემბრისა და 5-18 ნოემბრის მედიამონიტორინგის შედეგებს.

მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

ანგარიშის თანახმად, არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ აღარ გადის ის სოციალური რეკლამები, რომლებიც  მთავრობის წარმატებულ პროექტებს აშუქებდა და ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდა. აღნიშნული რეკლამები არღვევდა სოციალური რეკლამის კანონმდებლობით განსაზღვრულ დეფინიციას. რეკლამებიდან არ ჩანდა, თუ რა საზოგადოებრივ სიკეთეს ან საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდნენ ისინი, რაც სოციალური რეკლამის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

არჩევნების შემდეგ, ზემოაღნიშნულ არხებზე, ასევე, აღარ გვხვდება ის მუსიკალური კლიპები და გაურკვეველი სტატუსის მქონე რეკლამები, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს უწევდა რეკლამას.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“ გაიზარდა კომერციული რეკლამების რიცხვი.

Humanrights.ge

ახალი ამბები