კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატებმა სარგოს გაზრდა მოითხოვეს

30 ნოემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

27 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულოს სხდომამ  ხმაურით ჩაიარა. საკრებულოს წევრთა ნაწილის უკმაყოფილება საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაყენებული  საკითხის, დეპუტატებისთვის თანამდებობრივი სარგოს ზრდის მოთხოვნას მოჰყვა.

დეპუტატები ითხოვდნენ, მათი სარგო არა 128 ლარით, არამედ 1300 ლარით განისაზღვროს. ამ საკითხის განხილვამ  საკრებულოს თავმჯდომარესა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ  კობა გოჩალეიშვილს შორის დაპირისპირებაც გამოიწვია. გოჩალეიშვილი კიდევ ხუთ დეპუტატთან ერთად თანამდებობრივი სარგოს ზრდას მოითხოვდა. მოთხოვნები პირველ ეტაპზე დეპუტატებთან და საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარესთან კამათში, მოგვიანებით კი  საკრებულოს თავმჯდომარესთან ჩხუბში გადაიზარდა. 

საკრებულოს ამ სხდომას ზესტაფონის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა უძღოდა. კომისიის სამუშაო შეხვედრამაც  ხმაურის ფონზე ჩაიარა. კომისიის თავმჯდომარემ დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. სხდომაზე  ხმაური არაანაზღაურებადი  დეპუტატებისთვის თანამდებობრივი  სარგოს ზრდის  საკითხების განხილვამ გამოიწვია.

საკრებულოს წევრის, კახა შავგულიძის განცხადებით, არასწორია, როდესაც თანამდებობის პირების სარგო რამდენიმე ათასი ლარია და თან - პერიოდულად იზრდება, დეპუტატებისა კი - არა. თუმცა, სამუშაო საკრებულოს დეპუტატებსაც საკმარისად აქვთ.

ზესტაფონის საკრებულოს თავჯდომარე მერაბ მასხარაშვილი ამბობს: „საკრებულოს წევრებს ხარჯის და არა ხელფასის სახით თვეში 160 ლარი ეწერებათ  და ხელზე 128 ლარს იღებენ. ხუთკაციანმა ჯგუფმა წარმოადგინა რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც, თითოეულ საკრებულოს წევრს 1 300 ლარი უნდა მიცემოდა, რაც აბსურდია, რადგან 1300 ლარი ხარჯის სახით ვერანაირად ვერ იქნება საკრებულოს თითოეულ წევრზე ყოველთვიურად გამოყოფილი. ხარჯზე როცა ვსაუბრობთ, ამას შესაბამისი დოკუმენტაცია ჭირდება თუ რა სად დაიხარჯა“.

ზესტაფონის საკრებულოს წევრი ოლეგ აბაშიძე  აცხადებს: „ჩემს უკან დგას ამომრჩეველი, რომელსაც ზესტაფონის ბიუჯეტის თითოეული მუხლი აინტერესებს,  რა და სად იხარჯება. ინფორმაცია რომ გავცეთ, მოსახლეობას უნდა შევხვდეთ ქალაქში და სოფლებში. ამიტომ ვფიქრობ, საკრებულოს წევრს ხარჯისთვის 1 300 ლარი სჭირდება, მაგრამ თუ ამ თანხაზე ვერ შევთანხმდებოდით, შეიძლებოდა ნაკლები ციფრის დასახელებაც. ხოლო ის, რასაც დღეს საკრებულოს წევრები ხარჯის სახით ვიღებთ ჩვენი მუსაობის შესრულებისთვის, სრულიად არასაკმარისია“.

არსებობს პრეზიდენტის  ბრძანებულება, რომლის  თანახმად,  საკრებულოს  თავმჯდომარის  ხელფასი  შესაძლოა, 2 750 ლარით  განისაზღვროს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა -1350 ლარით, ხოლო დეპუტატების სარგო 128 ლარი გახდეს. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტეს დეპუტატებმა.

სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ზესტაფონის საკრებულომ კენჭისყრის შედეგად განკარგულება გამოსცა. დეპუტატების გადაწყვეტილებით, სარგო არა მოთხოვნილი 1300 ლარით, არამედ 600 ლარით განისაზღვროს და ეს საკითხი განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს პარლამენტსა და შესაბამის ორგანოებს.

ახალი ამბები