კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულელ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს

30 ნოემბერი, 2012

28 ნოემბერს ჭიათურელმა მაღაროელებმა ტყიბულის გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათთან შესახვედრად ტყიბულში წავიდნენ. სოლიდარობის აქციის მიზანი ტყიბულელი მესახტეებისთვის მხარდაჭერა იყო, რაც მეორე მხრივ, გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების თქმით, ისინი ტყიბულელ მეშახტეებს შესაბამის რჩევებს  მისცემენ, რადგან მათთაც ქონდათ პრობლემები მფლობელთან.

„ჩვენი გამოცდილებიდან მივუთითებთ, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში. შეიძლება მათ დასჭირდეთ ახალი პროფკავშირის შექმნა ან საგაფიცვო კომიტეტის ჩამოყალიბება და ჩვენი გამოცდილებიდან შესაბამის რჩევებს მივცემთ“, - აცხადებენ მაღაროელები.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში  მაღაროელთა ერთთვიანი გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ხოლო ტყიბულში მაღაროელები პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მატებას ელიან.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები