კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როინ შავაძის ადვოკატი საქმეს ოთხი წლის დაგვიანებით გაეცნო

4 დეკემბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

2008 წლის შემდეგ, ადვოკატმა რამინ პაპიძემ 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლული სამხედრო სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ ახლახან შეძლო. ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს.

როგორც ადვოკატი პაპიძე აცხადებს, ოპერატიული მუშაკები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებში აღიარებენ, რომ როინ შავაძე ბადრაგირების დროს გაექცათ და მისი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ადვოკატი ჩვენებებს არ ეთანხმება და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ მკვლელობის ჩამდენებად სახელდებიან.

„მინდა მივმართო აჭარის ოპერატიული დეპარტამენტის ოპერატიულ მუშაკებს, რომელთა სახელები და გვარებიც ფიგურირებს ამ საქმეში და რომლებმაც, რეალურად, როინ შავაძეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. მათ თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს და როინ შავაძის მკვლელობა ჩაიდინეს განსაკუთრებული სისასტიკით. თუ მათგან არ იქნება თანამშრომლობა, ჩვენ მოვითხოვთ მათზე უმაღლესი სასჯელის დაკისრებას“, - აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კუდ-მა დააკავა. მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აღიძრა.

ადვოკატი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს: „შავაძემ თითქოს ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში გაქცევა მოახერხა და სპეცრაზმელები იძულებული გახდნენ, მისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ძალოვანები შეეცდებიან, ეს ვერსია მტკიცებულებებით გაამყარონ, მაგრამ საქმეში უამრავი ხარვეზია, რაც მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. მაგალითად - შავაძეს სიკვდილამდე მრავალგზის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მათ შორის - სხეულზე რამდენიმე ადგილის მოტეხილობა, რის გამოც გაქცევას ვერ მოახერხებდა“.

ბათუმელი სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ის სპეცრაზმმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟის მიდამოებთან 2008 წლის 16 აგვისტოს დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, 20 შეირაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში თავს დაესხა, წააქციეს და სასტიკად სცემეს.

შეგახსნებთ, რომ სპეცრაზმის მიერ მოკლული 23-ე ბატალიონის ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახი წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად არ ცნეს. ხოლო გარდაცვლილის ადვოკატს გამოძიებაში არ რთავდნენ.

უფლებადამცველებისთვის დღემდე ბოლომდე ბუნდოვანი და ამოუხსნელია სასტიკად ცემისა და მოკვლის რეალური მოტივი.

ახალი ამბები