კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულ ოცნებას“ ლანჩხუთის გამგებელი შერჩეული ჰყავს

4 დეკემბერი, 2012

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ რამდენიმე დღეა, კარავი დგას და აქციის მონაწილეები შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, გადადგეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა.

Humanrights.ge–სთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე და საკონკურსო კომისია საკრებულოს წარუდგენს ვაკანსიის მაძიებელთა ვინაობებს.

საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის ინფორმაციით, საკრებულოში უკვე შექმნილია საკონკურსო კომისია, რომელსაც ჩიტიძის მოადგილე ზვიად აფხაზავა თავმჯდომარეობს.

რაც შეეხება კანდიდატებს, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე აცხადებს, რომ მას შერჩეული ჰყავს ადამიანი, რომელთანაც არც ერთ ლანჩხუთელს პრეტენზია არ ექნება: „ის წარმოშობით ლანჩხუთელია, კარგი ოჯახის შვილი, ამჟამად ცხოვრობს თბილისში, აქვს საკუთარი ბიზნესი, ჰყავს მეგობრების ფართო წრე, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ნამდვილად არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ლანჩხუთში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და ხალხის სასიკეთო საქმე გააკეთოს. დიდი ხნის თხოვნის შემდეგ დავითანხმე. იშვიათად მეშლება ადამიანების შეფასება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგს გააკეთებს ლანჩხუთისთვის“.

სანდო წყაროს ცნობით, ჩხაიძე საუბარია თბილისში მოღვაწე ლანჩხუთელ ბიზნესმენზე, ზაზა ურუშაძეზე საუბრობს. ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისს გამგებლის პოსტზე თავისი კანდიდატი ჰყავს და იგი არჩევნების დროს მამათის კოორდინატორი, გელა პატეიშვილია.

ჩვენი ინფორმაციით, ზემოხსენებული პიროვნებები სულ რამდენიმე დღეში შეიტანენ განცხადებას დროებით საკონკურსო კომისიაში და მათ ბედს მალე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატები გადაწყვეტენ.

ნინო მშვიდობაძე

ახალი ამბები