კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

5 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის აწყობს „საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის“ პრეზენტაციას.

პროექტის ფარგლებში, 18 ივნისიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება  მონიტორინგის მთელი პერიოდის შემაჯამებელი ანგარიში.

მედიამონიტორინგი განხორციელდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელიც განახორციელა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES).

პრეზენტაცია გაიმართება ოთხშაბათს, 5 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში", საკონფერენციო დარბაზში „თამარ მეფე“. მის: თბილისი, რუსთაველის 13. პრეზენტაციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი