კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის

6 დეკემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

სახალხო დამცველობის კანდიდატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნანუაშვილმა განაცხადა, უნდა დაიწყოს მსჯელობა სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდის მიმართულებით.

ომბუდსმენობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ავტომატურ რეჟიმში უნდა დაიწყოს.

ამასთან, ნანუაშვილის აზრით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებული ვითარების ადეკვატური უნდა იყოს და საქმეებიც დამოუკიდებლად უნდა შეისწავლოს.

მისივე შეფასებით, ძალიან სუსტია სახალხო დამცველის რეგიონული ოფისები, აუცილებელია მათი გააქტიურება, რათა მოსახლეობას ამ ოფისებით სარგებლობის საშუალება ჰქონდეს.

ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში სახალხო დამცველობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიას შეიმუშავებს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნანუაშვილმა განაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია სახალხო დამცველის აპარატს სისტემურ ხედვაში და იმის გარკვევაში დაეხმარება, თუ რა სახის პრობლემები არსებობს ქვეყნაში.

მისი აზრით, სტრატეგია რამდენიმეწლიანი უნდა იყოს და მის შექმნაში სამოქალაქო სექტორმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ნანუაშვილს ასევე მიაჩნია, რომ ომბუდსმენი უფრო მეტად აქტიური უნდა გახდეს, ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან უფრო მჭიდროდ უნდა იმუშაოს.

ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე მან აღნიშნა, სახალხო დამცველი კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაშიც აქტიურად ჩართული უნდა იყოს, რადგან მასობრივი დარღვევები ფიქსირდება.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნანუაშვილის კანდიდატურას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა.

ახალი ამბები