კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაია მიმინოშვილი ზესტაფონში პედაგოგებს შეხვდა

7 დეკემბერი, 2012

6 დეკემბერს ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. პედაგოგებთან  შეხვედრაზე მან  განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„მე ვპირდები ყველა პედაგოგს, რომ შემდეგი ნაბიჯები, რაც დაიგეგმება განათლების სფეროში, იქნება მათთან შეთანხმებული. ხოლო მე, ამ შემთხვევაში, ვითამაშებ შუამავლის როლს და რაც ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ყველა დეტალს დაწვრილებით მივაწოდებ განათლების სამინისტროს შესაბამის პირებს, როს შემდეგაც ოპერატიულად და ეფექტურად მოგვარდება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

პედაგოგებისთვის საინტერესო თემა სასერთიფიკატო გამოცდები იყო. თუმცა შეხვედრაზე   ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2013 წელს საგამოცდო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ შემდეგი წლისთვის ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები