კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილთა სამინისტრო ეკომიგრანტთა პრეტენზიებს არ იზიარებს, მაგრამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებათ

7 დეკემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა

Humanrights.ge  ნოემბრის დასაწყისში აჭარელი ეკომიგრანტების თემაზე მუშაობდა.  სამცხე-ჯავახეთის სოფელ გორელოვკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათ წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

ეკომიგრანთა თქმით, სოფელ გორელოვკაში 2-3 ეკომიგრანტის ოჯახს ერთ სახლში უწევს ცხოვრობა.  მათივე თქმით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ სათიბი მიწები, რის გარეშეც რთული კლიმატის ჯავახეთში, სადაც ერთადერთი შემოსავალის წყარო  პირუტყვის შენახვით მოდის  - ცხოვრება შეუძლებელია.  ეკომიგრატები აცხადებენ, რომ სახლით და სათობი მიწით უზრუნველყოფას მათ სამინისტრო ჰპირდებოდა. პრეტენზიების დიდი ნაწილი, სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენელს, ნაზი  დევაძეს და განსახლების სამმართველოს ხელმღვანელს, გიორგი მაზმიშვილს ეხობოდა.  ეკომიგრატები მათ  ადანაშაულებენ შესახლებებისას  უპირატესობის მინიჭაბას  იმ ოჯახების მიმართ,  ვინც  მათი ინფორმაციით  დევაძეს ქრთამი მისცეს.

humanrights.ge დაინტერესდა რა ზომებს მიმართა სამინისტრომ ეკომიგრანტების  პრობლემების მოსაგვარებლად და იღებს,  თუ არა უწყება  პასუხისმგებლობას ეკომიგრანტთა პრეტენზიებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ გორელოვკაში ჩვენი სტუმრობისას საყვედურები გამოითქმოდა, როგორც სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლის, ნაზი დევაძის, ასევე სამინისტროს განსახლების სამმართველოს ხელმღვანელის, გიორგი მაზმიშვილის მიმართ - ჩვენ სწორედ, მასთან გვსურდა საუბარი.

სამინისტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა,  ეკა გულუამ  სატელეფონო  საუბრისას გვითხრა, რომ ინტერვიუ შეთანხმებული იყო. მოგვიანებით  სამინისტროში მისულები ვიგებთ, რომ რესპოდენტი შეგვიცვალეს და სხვა მაღალჩინოსნის კაბინეტში შევყავართ.  ჩვენი რესპონდენტი, სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ზაზა იმედაშვილი აღმოჩნდა.

„სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე. ნამდვილად აღმოჩნდა დაძაბული მდგომარეობა. მიზეზი კი ისაა, რომ სამინისტროს მიერ შესყიდული სახლები ეკომიგრატთა ოჯახებთან შედარებით ნაკლებია. დაახლოებით 15-17 ოჯახია, რომელსაც სახლი არა აქვს. სწორედ მათთან ერთად ამ ოჯახებიდან შეირჩა, ასევ ვთქათ, ყველაზე  გაჭირვებული და მძიმე  მდგომარეობაში მყოფი 4 ოჯახი, რომლებიც უმოკლეს დროში დაკმაყოფილდებიან სახლებით“,  - ამბობს, ზაზა იმედაშვილი. მისი თქმით,  სახლების შესყიდვისთვის  თანხები სამინისტროს ბიუჯეტს  2009 წლის შემდეგ არ მიუღია.

კითხვაზე, თუ არ იყო შესყიდული სახლები, რატომ ჩამოასახლეს ეკომიგრატების ოჯახები გვპასუხობს, რომ ამ ოჯახების ჩამოსახლება მათი ინიცირებული არ იყო: „არა, სიტყვა „თვითნებური“  მძიმე ნათქვამია.  მე ვიტყოდი, უბრალოდ, რომ  ეს ხალხი  ჩვენთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩავიდა გორელოვკაში, მაგრამ მე მათიც მესმის. ალბათ, გორელოვკაში მცხოვრები ახლობლებიც  ურჩევდნენ ჩამოსახლებას.  მე არ მინდა, ამ ადამიანების გულწრფელობაში  ეჭვი შევიტანო, მაგრამ  ჩამოსული ოჯახების ნაწილი, არის თუ არა ნამდვილად ეკომიგრატი, ჩვენთვის უცნობია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩვენ არა გვაქვს.  ასეთი საკითხები  აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გადაწყდება“.

სოფელ გორელოვკაში ყოფნისას ჩვენი ერთ-ერთი  რესპოდენტი თემურ  ბერიძე ამბობდა, რომ 2010 წელს ჩამოსახლდა გორელოვკაში - მას შემდეგ, რაც სწორედ აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკომიგრატის სტატუსის მისაღებად უშუამდგომლა. ბერიძე აცხადებდა, რომ ჩამოსახლებამდე მას სამინისტრო სახლს და მიწას ჰპირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მის ოჯახს ძმის სახლში  შეკედლება მოუწია. ბერიძე გვაცნობდა დოკუმენტს, რომელიც მის ოჯახთან დაკავშირებით აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა, სადაც საუბარი იყო, რომ ის დაზარალებულია  და როგორც ეკომიგრანტს, დახმრება სჭირდება. ჩვენ ასევე, გვქონდა საშუალება გვენახა ბერიძის აჭარაში არსებული სახლის ფოტომასალა, სადაც სახლს ეზო აქვს მოწყვეტილი და შენობა სიმაღლეზე კუნძულივით იდგა. 

ბერიძეს აქვს ეკომიგრანტის დამადასტურებელი დუკუმენტები და აცხადებს, რომ სამინისტროსთან შეთანხმებით ჩამოვიდა გორელოვკაში. ბერიძე ასევე, აღნიშნავდა, რომ სამინისტროს ადგილობრივმა წარმომადგენელმა, ნაზი დევაძემ მის შემდეგ ჩამოსახლებულ ოჯახებს გადასცა საცხოვრებელი სახლები, მას კი - არა.

რაც შეეხება,  ეკომიგრანტთა მეორე პრეტენზიას სათიბ მიწებთან დაკავშირებით, ჩვენთან  საუბარში ეკომიგრანტთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ სამინისტომ თავდაპირველად დაიწყო 2 ჰექტარი მიწის დარიგება, შემდეგ შეწყვიტა. ჩვენი რესპოდენტი ეკომიგრანტი, ნუგზარ ართმელაძე გვიყვებოდა. „თავიდან, სანამ აქ ჩამოგვასახლებდნენ, გვპირდებოდნენ, რომ ყველას მოგვცემდნენ სათიბ მიწას 2 ჰექტრამდე. ერთი პერიოდი დაიწყო სათიბი მიწების დარიგება, მაგრამ შემდეგ რატომღაც შეჩერდა. მე მითხრეს, რომ 2 ჰექტარი გადმომცეს, მაგრამ როდესაც მივედი ამ მიწის გასათიბად იქვე სხვაც მოვიდა და მითხრა, რომ ეს მიწა მას ეკუთვნის კანონიერად და ჩემთვის არც არაფერი გადმოუციათ.  ასე უმიწოდ არის ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი“, - ამბობს სოფელ გორელოვკაში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტი, ნუგზარ ართმელაძე.

ართმელაძის  საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ვერ იტყვის, რომ მისი ეკომიგრანტობის სტატუსი სადავოა, რადგან სწორედ, ამ სტატუსის გამო მას გორელოვკაში საცხოვრებელი სახლი უკვე, აქვს.

მიწების პრობლემასთან დაკავშირებით ვრცლად გვპასუხობს სამინისტროს  მიგრაციის, რეპატრიის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ზაზა იმედაშვილი. თუმცა, ვრცელი პასუხი მაინც იმით მთავრდება, რომ ეკომიგრანტთა პრეტენზია უსაფუძვლოა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონით მათ არა 2 ჰექტარი, არამედ 1.75 უნდა ჰქონდეთ, ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობისა და მათი დახმარების შედეგად ყველა ეკომიგრანტის ოჯახს 2-2 ჰექტარი სათიბი მიწა გადავეცით. ახლა კი პრობლემა ისაა, რომ მეტი უნდათ ვიდრეს ეს  2 ჰექტარია“.

იმედაშვილი ასევე არ იზიარებს ეკომიგრანტთა უარყოფით დამოკიდებულებას აწ უკვე ყოფილი ადგილობრივი წარმომადგენლის, ნაზი დევაძის მუშაობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ დევაძე 4 წელია, იყო მათი წარმომადგრნელი და რაიმე უკანონობა რომ ჰქონდა ჩადენილი, თავად გაანთავისუფლებდნენ. „ნაზი დევაძემ საკუთარი ინიციატივით დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ჩვენ არ გვქონდა მის მიმართ პრეტენზია“, - აცხადებს იმედაშვილი.

ჩვენს კითხვაზე - ხედავს, თუ სამინისტროს წილ პასუხისმგებლობას ეკომიგრანტების მიმართ, როცა არა ერთი და ორი, არამედ ათამდე  ოჯახი უპირისპირდება მათ, იმედაშვილი გვპასუხობს, რომ მცირე შეცდომებს შესაძლებელია, ჰქონდა ადგილი, მაგრამ შემდეგ პასუხის გაცემისას  მოქალაქეთა უარყოფით მენტალიტეტზე საუბარზე გადადის: „არსებობს გარკვეულწილად ასეთი მენტალიტეტი - მუდმოვად ჰგონიათ, რომ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეთ. არადა, დახმარება ხდება ჩასახლებისას. ჩვენ ვუქმნით შესაბამის საცხოვრებელ პირობებს და შემდეგ ეს ხალხი ხდება იმ გარემოს რიგითი ადგილობრივი წევრი, რომლებმაც თავად უნდა მოაგვარონ საკუთარი ოჯახის  საჭიროებები. ამიტომაც გვყავს ბევრი ოჯახი, რომელიც ჩასახლდა და კარგად ააწყო ცხოვრება და არიან ისეთებიც, ვინც ეს ვერ შეძლო“.

ეკომიგრანტენი კი სამინისტროს წარმომადგენლებს სწორედ მათ საწყის ეტაპზე ჩასახლებისას გამოჩენილ გულგრილობაში და რიგ  შემთხვევაში, კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.

Humanrights.ge-ს სოფელ გორელოვკაში არსებული სიტუაციის გასაცნობად დასახლებიდან დედაქალაში ჩამოსულ  საინიციატივო ჯგუფს დაუკავშირდა. ჯგუფის წარმომადგენელმა, ლია მარგიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო იზიარებს დასახლებაში მყოფ ეკომიგრანთა პრეტენზიებს  და მათ დახმარებას ჰპირდება.

„სამინისტრში 28 ნოემბერს  შეიტანეს  კოლექტიური წერილი, სადაც თითოეული შემთხვევა და ოჯახის პრობლემა კონკრეტულად არის დასახელებული. ყველა ფაქტი, რომლის გამოძიებას და შესწავლას ვითვოთ, კონკრეტული გვარებით  არის  მოყვანილი და ველოდებით სამინისტროს შემდეგ ნაბიჯებს“, - გვითხრა ლია მარგიშვილმა.  მისივე ინფორმაციით, გორელოვკაში ლტოლვილთა სამინისტროს გამოგზავნილი აუდიტი ჩავა და გასულ წლებში მისი წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ყველა სახის ფინანსურ ოპერაციას გაეცნობა.

Humanrights.ge-ს წინა სტატია აჭარელი ეკომიგრანტების თემაზე: აჭარელი ეკომიგრანტები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ

ახალი ამბები