„შემოგვიერთდით! გადადგომის მოთხოვნით!“
07.12.2012
5 დეკემბერს საჩხერის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ქალაქის ცენტრში, ორგანიზაციის ბანერის ქვეშ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა ხელმოწერის სახით.
„მე არასოდეს მიმიცია ხმა ახლანდელი პრეზიდენტისთვის, რადგან ის ხალხის პრეზიდენტი კი არა ნაციონალების პრეზიდენტია“, - განაცხადა საჩხერის მკვიდრმა მალხაზ ციბაძემ.
„პატივი ვცეთ მორალურ კონსტიტუციას“ - ასეთი სლოგანით მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. მოქალაქეებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება სამი დღის მანძილზე შეეძლებათ. ანალოგიური ხელმოწერების შეგროვება კი იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.
მარი ტაბიძე, საჩხერე
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას