კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბნის გამგებლის მოადგილე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

13 დეკემბერი, 2012
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე 12 დეკემბერს საღამოს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. წინასწარი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო. მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ლევან თარხნიშვილს იმედი აქვს, რომ გამოძიება გარდაბნის გამგებლის მოადგილის, მანუჩარ ჯოხაძის დაღუპვის მიზეზებს დაადგენს. 

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თარხნიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჯოხაძე რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ლევან თარხნიშვილი აღნიშნას, რომ ზოგადად ამ მიმართულებით ქვეყნაში მძიმე მდომარეობაა. 

„ჩვენ მისი მეუღლისგან და იქ მყოფი ადამიანებისგან რამდენიმე ფაქტის შესახებ ვიცით. ერთი არის ის, რომ ეს ადამიანი გამგებელთან ერთად, ერთი კვირის წინ პროკურატურაში იყო დაბარებული. ფაქტია, რომ დღეს საკმაოდ ბევრ ადამიანს იბარებენ, არის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების დონეზე ზეწოლა. ასევე, ფაქტია ისიც, რომ მანუჩარ ჯოხაძეს დღევანდელი დღისათვის ჰქონდა კონკრეტული გეგმა - მას რაჭაში ნათესავი გარდაეცვალა და ოჯახთან ერთად გამგაზავრებას აპირებდა. მან გუშინ საღამოს ერთი პიროვნებისგან გარკეული თანხა ისესხა გასამგზავრებლად, იყო ბანკში, საიდანაც გამოიტანა ეს თანხა, იყიდა საწვავი და დაკავებული იყო იმით, რომ დღეს რაჭაში წასულიყო. ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მას გადაწყვეტილება კარდინალურად შეაცვლევინა. ჩვენ იმედი გვაქს, რომ ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურაში ჯოხაძის დაბარების მოტივაციას, თარხნიშვილის ინფორმაციით, პროკურატურას კითხვები სამეურნეო საკითხებთან - მილებისა და სხვა ინვენტარის გაყიდვის საქმეზე ჰქონდა. 

გარდაბანში, ლევან თარხნიშვილის გარდა, იმყოფებოდნენ „ნაციონალები“: ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე და ზურაბ მელიქიშვილი. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები