კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაკნატუნას“ თანამშრომლები უკანონო დაპატიმრებებს აპროტესტებენ

14 დეკემბერი, 2012
„ხელისუფლების ცვლილებით ჩვენთვის არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, ისევ ტერორის და უკანონო დაპატიმრებების ქვეყანაში ვცხოვრობთ“, - ამ განცხადებებით 12 და 13 დეკემბერს ქარხანა „მაკნატუნას“ თანამშრომლებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს.

მათი განმარტებით, 11 დეკემბერს საწარმოში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და ორი დისტრიბუტორი დირექტორთან ერთად დააკავეს. გარდა ამისა, ამოიღეს სერვერი, რომლის მეშვეობითაც პროდუქტის დისტრიბუცია კონტროლდებოდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში, გამყიდველის თხოვნით, ქვითარში 22 ლარით ნაკლები თანხის დაფიქსირება გახდა. მათი განმარტებით, ყველაფერი სპეციალურად, წინასწარ მოწყობილი იყო. 

„გვაქვს ეჭვი, რომ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას, რომელსაც თავად დამნაშავეები აწარმოებენ. არ შეიძლება, დაკავებულებს ფინანსური პოლიციის ის თანამშრომლები კითხავდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ თანამდებობებზე იყვნენ და წინასაარჩევნო პერიოდში როგორც ჩვენს, ისე სხვა არაერთ საწარმოს არჩევნებისთვის თანხებს აწერდნენ. ვითხოვთ სამართლიანობას“, - ამბობს „მაკნატუნას“ საწარმოს ერთერთი დამფუძნებელი გია გუმბერიძე.  

დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წაყენებიათ. ფინანსური პოლიციის ქუთაისის საქალაქო განყოფილებაში „მაკნატუნას“ სხვა თანამშრომლებიც იკითხებიან. საწარმოში კი, სადაც 80-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, ამ დრომდე გაჩერებულია. 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
 

ახალი ამბები