კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილი: „ჩვენს საქმეზე გამოდიან იგივე პროკურორები, რომლებიც ადეიშვილმა გამოყო“

17 დეკემბერი, 2012

„დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას როდესაც ვიღებდი, გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზები მქონდა აქ შექმნილ გარემოზე, რაც გავლენას იქონიებდა ჩემი და ჩემი მეგობრების საქმეების განხილვაზე“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ოქრუაშვილი თქმით, აეროპორტის პოლიციასა და სასჯელაღსრულების თანამშრომლებთან შეხებას თუ არ ჩათვლის, რაც კარდინალურად გამოსწორებულია, სხვა შემთხვევაში შთაბეჭდილება დარჩა, რომ სააკაშვილის დროინდელ საქართველოში დაბრუნდა.

ინტერვიუში ოქრუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზეც საუბრობს, რომელმაც ის და კიდევ რამდენიმე პირი პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღო -  კერძოდ, ძმები ტერაშვილები, დავით შიუკაშვილი და შალვა საბაშვილი, ხოლო იოსებ გიგუაშვილს, გიორგი გაბროშვილს, ხვიჩა საბაშვილს, თამაზ ბეგიაშვილს, გაბრიელ პავლიაშვილს, მალხაზ კაკაშვილსა და ზაზა ბეთლემიძეს სიაში შეყვანაზე უარი უთხრა.

„ეჭვი არასდოს მეპარებოდა, რომ ჩემი საქმეების ბედი წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, რომ შავზე იტყოდნენ, თეთრიაო და ცინიკური, გაუგებარი არგუმენტებით ასე  ერთი ხელის მოსმით გვეტყოდნენ უარს. პირველი  - ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამას აკეთებს შენი ყოფილი ადვოკატი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ყველა იმ საქმის "შეკერვის" ისტორია, რის გამოც ამ სიის შედგენა 2007 წელს ჩემით დაიწყო; და მეორე _ ძალიან უცნაურია, რომ ერთი და იმავე საქმეზე (ე.წ. ზილების საქმეს ვგულისხმობ) ათ კაცზე მეტი მოხვდა ამ სიაში, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ პირებს უარი ეთქვათ“, - აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით იგივე გარემო დახვდა, რაც სააკაშვილისა და ადეიშვილის დროს იყო.

„უპირველესად თვალში გვხვდება, რომ საქმეზე გამოდიან იგივე პროკურორები, რომლებიც ადეიშვილმა გამოყო, ანუ ისინი, რომლებმაც შეთითხნეს ბრალდება, თითქოს 9 კაცი ერთი ხელის მოსმით ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები