კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბიშვილის ბიძა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს

17 დეკემბერი, 2012

კომპანია „ტაოს“ ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი, რომელიც ხე-ტყის ბიზნესს ეწეოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მას შემდეგ დააკავეს, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ჭრასა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დასდო ბრალი.
 
66 წლის ლევან თუმანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ბიძაა.

საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა 15 დეკემბერს, რომ „თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით“ კომპანია „ტაოს“ თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთში „უკანონოდ ჭრიდნენ“ ხე-ტყეს და  მწვანე ნარგავებს, რითაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 150 000 ლარი შეადგინა. საგამოძიებო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ პროდუქციის რეალიზაციისას „ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადების გზით“, თუმანიშვილი „სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა- სამ წლამდე პატიმრობა) და 210-ე (საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად ან არაერთგზის გაყალბება - ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა) მუხლებით მიმდინარეობს. ორივე ეს მუხლი ასევე ითვალისწინებს არასაპატიმრო საჯარიმო სანქციას.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები