კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალები“ ქვეყანაში არსებულ ვითარებას გმობენ

18 დეკემბერი, 2012
 
„არც ერთ დიქტატორულ რეჟიმს არსად არასდროს გაუმარჯვია და ვერც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გაიმარჯვებს“, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ 15 დეკემბერს სპეციალურ ფრიფინგზე.

ბალავაძე მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი თევდორაძესთან (ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი) ერთად შეხვდა და საქართველოს რეგიონების თვითმმართველობებში არსებული ვითარება დაგმო.

„ის მოვლენები, რაც რეგიონებში მიმდინარეობს, პოლიტიკურ რეპრესიებს ემსგავსება. ამის მაგალითად სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსის ზვიად ობოლაძის დაკავებაც საკმარისია. იგი აბსურდული ბრალდებებით დააკავეს. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო წინასაარჩევნო დაპირებების ასრულება, ოღონდ ეს არ უკავშირდება სოციალურ დაპირებებს, არამედ მიმართულია უკანონო დაკავებებზე. ზვიად ობოლაძე კახი კალაძის პირადი პატიმარია. წინასაარჩევნო პერიოდში კალაძე დაპირდა მას, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში მასზე სამართლებრივი დევნა განხორციელდებოდა“, - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

ობოლაძე სამართალდამცველებმა ძალადობის გამოყენებით თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. „ნაციონალები“ ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ობოლაძე პირადი შურისძიების მსხვერპლია ისევე, როგორც სხვადასხვა რეგიონში საკრებულოების თავმჯდომარეები და გამგებლები, რომლებსაც აუტანელ პირობებს უქმნიან, დევნიან და ხშირ შემთხვევაში აპატიმრებენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები