კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარების ბიუროებს პარლამენტი დააფინანსებს

18 დეკემბერი, 2012
 
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. საქართველოს პარლამენტში რეგიონების წარმომადგენელთა ადგილობრივ ოფისებს ფინანსურად თავად საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს. 

აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებმა მხარი 17 დეკემბერს ერთხმად დაუჭირეს. 

„ეს არის წინგადადგმული  ნაბიჯი, რადგან ამით საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა მოხდა. ადგილობრივი თვითმმართველობა სხვა მმართველობაა, სახელისუფლებო ორგანო კი, სულ სხვა სახელისუფლებო შტოა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებად აფასებენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები