კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს და მედიას დააფინანსებს

18 დეკემბერი, 2012
 
პრეზიდენტი მისი 17 დეკემბრის ბრძანებულებით „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს“ ქმნის. პროექტის მიზანი სამოქალაქო სექტორის განვითარება და თავისუფალი მედიის როლის ზრდაა.

პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით პროექტის ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კონკურსის წესით შეირჩევა. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე. კომისიის წევრები იქნებიან ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები: ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი და ნატალია ყანჩელი.

საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა  და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა.

Media.ge 

ახალი ამბები