კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ე.წ. მატროსოვის ციხეში 26 პატიმარი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას გეგმავს

18 დეკემბერი, 2012
 
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში 26 პატიმარი, ლევან და კახა ტერაშვილების, დავით შიუკაშვილისა და შალვა საბაშვილის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული პარტია“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, 26 პატიმარი, რომლებიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა, შეუერთდება შიმშილობის აქციას, რომელსაც ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი მეცხრე დღეა, აგრძელებენ. 

მათი განცხადებით, ამორალურად და გაუგონარ ცინიზმად მიაჩნიათ, თვითონ ციხიდან გავიდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც მათი მეგობრები და თანამებრძოლები არიან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საკნებში გამოკეტილი დარჩნენ. 

„ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ერთად გადავიტანეთ წამება, დამცირება, შეურაცხყოფა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გაგვიჩნდა იმედი და რწმენა, რომ სამართალს ვიპოვიდით, ამიტომ ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია, დაუსაბუთებელი მიზეზებით, ერთსა და იმავე საქმეზე დაკავებული პირებიდან ნაწილის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმა, ნაწილის კი - არა. თხოვნით მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარე ეკა ბესელიას 19 დეკემბრამდე მოხდეს აღნიშნული ხარვეზის (როგორც თვითონ უწოდეს), გასწორება“, - ნათქვამია პატიმრების განცხადებაში.

ამასთან, „ქართული პარტიის“ პარტიის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყებას აპირებენ ალექსანდრე ბიბილური, ვასილ გოგოლაძე, თორნიკე მოლაშვილი, ნიკოლოზ კვეზერელი, ზაზა ყეინიშვილი, ზაალ ჟვანია და სხვები, სულ 26 პატიმარი. 

ლევან და კახა ტერაშვილები, დავით შიუკაშვილი და შალვა საბაშვილი პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები