კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში „საქართველოს ფოსტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში „საქართველოს ფოსტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად

19 დეკემბერს, 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია შპს „საქართველოს ფოსტიდან“ შრომითი კანონმდებლობის დარღვევით გათავისუფლებული თანამშრომლების თაობაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ სამსახურში აღადგინოს კანონდარღვევით გათავისუფლებული თანამშრომლები.

პრესკონფერენციას დაესწრება კავშირგაბმულობის პროფკავშირის თავმჯდომარე, სულიკო კაშია, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების თაობაზე პროფკავშირის პოზიციას წარმოადგენს.

შპს „საქართველოს ფოსტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. მათი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შპს-ში მივიდა ახალი მმართველი გუნდი გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ტელევიზიით  განაცხადა, რომ  არ გაანთავისუფლებდა თანამშრომლებს და სამსახურში მიიღებდა მხოლოდ პროფესიონალ კადრებს. ამის მიუხედავად, ცოტა ხანში ლევან ჩიკვაიძემ უსაფუძვლოდ გააუქმა თანამშრომლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები (ზოგიერთი უვადო, ზოგი ერთწლიანი, ზოგიც - სხვადასხვა ვადით) და დაუდო მათ ერთთვიანი ხელშეკრულებები ისე, რომ ახალი კონტრაქტი ძველისგან მხოლოდ მოქმედების ვადით განსხვავდებოდა. აღნიშნულ ხლშეკრულებებზე ხელმოწერაზე თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა, რის გამოც ლევან ჩიკვაიძე შეხვდა დაახლოებით 400-მდე თანამშრომელს და კვლავ დაპირდა, რომ სამსახურიდან არც ერთს არ გაუშვებდა. ფოსტის თანამშრომლებმა გენერალურ დირექტორს დაუჯერეს და ხელი მოაწერეს ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებს.

მიუხედავად დაპირებისა, ერთი თვის შემდეგ ფოსტის რამდენიმე თანამშრომელს ლევან ჩიკვაიძემ აღარ გაუგრძელა ხელშეკრულებები და როგორც თავად განაცხადა, გადაიყვანა ისინი სარეზერვო სიაში, მათ ნაცვლად კი დანიშნა ახალი  თანამშრომლები, რომლებსაც ფოსტაში მუშაობის გამოცდილება არა აქვთ.

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ვითარების გარკვევის მიზნით მიმართეს ტელევიზიებს და მოისურვეს, ტელეჟურნალისტებიც დასწრებოდნენ გენერალურ დირექტორთან მათ შეხვედრას. ამის შემდეგ ფოსტაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - ლევან ჩიკვაიძე გაბრაზდა და პირდაპირ განუცხადა „რეზერვში გადაყვანილ“ თანამშრომლებს, რომ სამსახურში არც ერთს აღარ დატოვებდა. 

თანამშრომლებს გამოუცხადეს საყვედურები, თითქოსდა მუშაობისას არ ეცვათ ფორმები. ეს მაშინ, როდესაც ფორმები შპს-ს სერთოდ საწყობშიც არ ჰქონდა. 9 დეკემბერს ყველანი დაიბარეს სამსახურში, სადაც მათ შეხვდა თბილისის ფოსტის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამოუცხადა, რომ განთავისუფლებულები არიან სამსახურიდან, რადგან „დაკარგეს გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის ნდობა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი