კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იაგო ჩოჩელის, ლაურა ღაჭავასა და გიორგი ისაკაძის კომპანიები მზად არიან, ბანკ „ქართუს“ ზარალი აუნაზღაურონ

19 დეკემბერი, 2012

Humanrights.ge

კომპანიათა ნაწილი, რომლებიც შსს-ის ინფორმაციით, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდა, მზად არის, ბანკს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა ალა კახნიაურმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ბანკ „ქართუსთვის“ საკრედიტო დავალიანების დაფარვის მზადყოფნას ამ ეტაპზე გამოთქვამენ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები - ს/ს „პირიმზე“ და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“ და მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები შპს „ლოგოსი“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“.

„ისეთი საწარმო, რომელსაც ბანკ „ქართუს“ წინაშე დავალიანება აქვს, სულ 21-ია, აქედან, როგორც მე ვიცი, იაგო ჩოჩელის, ლაურა ღაჭავასა და გიორგი ისაკაძის კომპანიები მზად არიან, ბანკის სასარგებლოდ ისევ დატვირთონ ის ქონებები, რაც მათ მიერ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით იყო წაღებული და სრულად აუნაზღაურონ ყველანაირი ზარალი, რომელიც ბანკს ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო მიადგა“, - განმარტა ალა კახნიაურმა.

ამასთან, „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის თქმით, გამოძიების ფარგლებში აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელები უკვე დაიკითხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მიზნით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ.

„2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ აგლაძეს. აღნიშნულმა პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ „ქართუში“. ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს „პირიმზე“ და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები შპს „ლოგოსი“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“. ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება, რის შემდეგაც მათი ქონება გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში. ჩატარდა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა და მათი გაყიდვა, პირდაპირი მიყიდვის წესით დაევალა ეკონომიკის სამინისტროს“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში, რომელიც უწყებამ 17 დეკემბერს გაავრცელა.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას განცხადებით, ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეში, ორივე მხარე – როგორც „ქართუ“, ისე სს „პირიმზე“ და სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა“, დაზარალებულია.

ამის შესახებ ღაჭავამ „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების სქემაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული და მათ ამ საქმეში ხელისუფლებასთან დაახლოებული ის ბიზნესმენები გამოიყენეს, რომელთა კომპანიებსაც ბანკი „ქართუს“ წინაშე საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ. მათ შორის ერთ-ერთი, კუდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას დედის, ბიზნესმენ  ლაურა ღაჭავას კომპანიები იყო“.

კითხვაზე - „ვინ და როგორ დაავალა მას სახელმწიფოს მიმართ არარსებული საგადასახადო დავალიანების აღიარება, რათა საბოლოოდ, მისი კრედიტორი „ბანკი ქართუ“ გაკოტრებულიყო“, ღაჭავამ კონკრეტული პასუხის გაცემა არ ისურვა და მოტივად გამოძიების ინტერესები დაასახელა.

„ძიება მიმდინარეობს. მე ერთხელ უკვე ვიყავი დაკითხვაზე და მთხოვეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი არ ვისაუბრო. შეიძლება კიდევ დამიბარონ. ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში ორივე მხარე – როგორც „ბანკი ქართუ“, ასევე ჩემი საწარმოები, დაზარალებული ვართ. ეს ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი. ვინ იყო დამკვეთი და რა მოხდა, გამოძიებამ ჩემზე უკეთ იცის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ „ბანკ ქართუში“ სესხი მაქვს გასასტუმრებელი, რომელზეც იმის გამო, რომ 2011 წლის დეკემბრიდან არ ვიხდიდი, საურავებიც არის დარიცხული და ვიზარალე“, - განაცხადა ღაჭავამ.

ახალი ამბები