კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზენტაცია - „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“

20 დეკემბერი, 2012
 
20 დეკემბერს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წარმოადგინა კვლევა: „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრისათვის კრიტერიუმების შემუშავება, რაც აქამდე საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. 

გამოცემა „გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური პატიმრების საკითხების შესწავლა“ ფარგლებში, რომელიც განახორციელა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა.

პრეზენტაციაზე „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წარმომადგენლები, ასევე - ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია, რომელმაც გზამკვლევის ავტორებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა. 

სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გზამკვლევი მოამზადა, აერთიანებდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ახლადარჩეული სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. 

„გზამკვლევი - პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“ მოიცავს: მიმოხილვას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საბჭო, საერთაშორისო ამნისტია) კრიტერიუმებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშებს საქართველოში პოლიტპატიმრების პრობლემის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და უშუალოდ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრი

ახალი ამბები