01:39, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბუტა რობაქიძის მეგობრებს ბრალდება მოეხსნათ

19.12.2012

 
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

2004 წელს მოკლული ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომლებიც 8 წლის განმავლობაში იარაღის უკანონო შეძენისა და ტარების ბრალდებით სასჯელს იხდიდნენ, ბრალდება მოეხსნათ. 

რობაქიძის ერთ-ერთ მეგობრის გიორგი ქურდაძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუადგომლობით სასამართლოს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა და სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შესაბამისად, რობაქიძის მეგობრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. 

შეგახსენებთ, რომ  2004 წლის 24 ნოემბერს მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობრებს - გიორგი ქურდაძისა და სხვა პირებს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარება ედებოდათ.

17 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მეგობრებისთვის ბრალის მოხსნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

„დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე. ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამე, დაახლოებით, 01:30 თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც კახაბერ აზარიაშვილი მართავდა. მასთან ერთად იყვენენ მისი მეგობრები - გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ბუტა რობაქიძე გასროლით მოკლა. ამ დანაშაულისათის გიორგი ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის. 

შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომელთაგან გამოძიებამ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ამოიღო. ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს ზემოხსენებულ ახალგაზრდებს ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება. 

კახაბერ აზარიაშვილს, გიორგი ქურდაძეს  და აკაკი ბართაიას ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, პოლიციის მუშაკების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესახებ ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებიც განსახილველ საქმეზე არსებით გავლენას ახდენენ. საქმის განხილვა დანიშნული იყო 2012 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე ბრალდების მხარემ  უარი თქვა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები მივიდნენ. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით, დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე დაალაგეს. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით; ხოლო სხვა პირებს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა გაუნაწილეს და მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში ამგვარად შეიტანეს. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აიძულა გამოძიებისათვის ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცრუ ჩვენება მიეცა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა“.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC