კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელისო ჩაფიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე კონკურსის გადადებას ითხოვს

20 დეკემბერი, 2012
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის ვადის გადაწევის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ სქართველოს პარლამენტს 19 დეკემბერს მიმართა. 

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა,  მაუწყებელში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის იმ დროს, როდესაც ტელვიზიას სახელმწიფოს მიმართ 8 მილიონი ლარი დავალიანება აქვს და მაუწყებელში გასატარებელია მთელი რიგი ცვლილებები.

„ჩემი ბევრი კოლეგა მიკავშირდება ამ დღეებში, ისინი შეშფოთებულნი არიან საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით. ბევრი საკითხია გასარკვევი, მათ შორის, პასუხგასაცემია ტელეკომპანია პიკ-ის თანამშრომელთა წერილი, რომელიც მათ პარლამენტში შემოიტანეს და რომლითაც  კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. გასარკვევია, თუ რატომ ვერ მიიღეს ამ ადამიანებმა ხელფასები და სად წავიდა ის 4 მილიონი ლარი, რომელიც ამ ორგანიზაციისთვის იყო გადარიცხული საზოგადოებრივი მაუწყებლში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს დავალიანება 8 მილიონი ლარი და ამ პროცესების ფონზე 2 კვირის ვადაში  ახალი გენერალური დირექტორის არჩევა, რომელმაც უმძიმესი რეფორმები უნდა განახორციელოს მაუწყებელში, ძალიან რთული იქნება“.

ელისო ჩაფიძის მოთხოვნით, სასურველია საზოგადოებრივ მაუწყებელს გენერალური დირექტორის მოვალების შემსრულებელი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე ჰყავდეს.საკანონმდებლო ცვლილება კი თავის მხრივ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში ცვლილების შეტანასა და აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირებას გულისხმობს.

„ამასთან, მოვითხოვთ, პარლამენტი გახდეს ინიციატორი ფართო საზოგადოებრივი დებატების გამართვისა, რასაც ითხოვენ მედიაადვოკატირების კოალიციაში მყოფი მედია  და არასამთავრობო   ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

მან დეპუტატებს ასევე შეახსენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ტელეკომპანია, რომელიც მოქალაქეების თანხებით ფინანსდება და მიმდინარე წელს  მაუწყებლისთვის გადარიცხული იყო 47 მილიონი ლარი, ხოლო მომავალ წელს მაუწყებელი 31 მილიონი ლარით დაფინანსდება.  

Media.ge

 

ახალი ამბები