კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მთავარ პროკურატურას მიმართავენ

20 დეკემბერი, 2012
 
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავენ გაათავისუფლონ არხის გენერალური დირექტორი და არ დააყენონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატირობა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის დაკავება აღიქმება, როგორც არხის მუშაობისთვის ხელის შეშლა და „რუსთავი 2“-ზე ზეწოლის მცდელობა. ჩვენ თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მისცენ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს არხზე მუშაობის საშუალება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე „რუსთავი 2“-ს სოლიდარობა გამოუცხადა საზოგაოდებრივმა მაუწყებელმა და საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ ეთერში გავიდა წარწერით „სოლიდარობა „რუსთავი 2“-ს.

ნიკა გვარამია, რომელიც განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრია,  საბუთების გაყალბების ბრალდებით 19 დეკემბერს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გვარამიას დაკავება არ უკავშირდება ტელეკომპანიაში მის მოღვაწეობას. საქმე ეხება 2012 წლის ზაფხულში მომხდარ ამბავს. 

გამოძიების ინფორმაციით, გვარამია იმ გარიგებაში მონაწილეობდა, რომლის თანახმადაც კომპანია „ინტერრაოესის“ კომპანიები საგადასახადო შემოწმებისგან ქრთამის სანაცვლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ. იმ პერიოდში გვარამია არც ერთ თანამდებობაზე აღარ მუშაობდა.

Media.ge

ახალი ამბები