კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ითხვისელები გზის შეკეთებას „ჯორჯიან მანგანეზს“ სთხოვენ

21 დეკემბერი, 2012

ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის მცხოვრებლებმა რამდენიმე დღის წინ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ავტომანქანებს სამოძრაო გზა გადაუკეტეს. ადგილობრივების თქმით, მადნით დატვირთული სატვირთო მანქანების ხშირი გადაადგილება სოფლის გზას ანადგურებს და ფეხით მოსიარულეთა გავლა შეუძლებელი ხდება.

ისინი კომპანიის ხელმძღვანელებისგან რამდენიმე თვეა, დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვენ. ითხვისის რწმუნებული დავით  მორცაძე გზის დაზიანების მიზეზად საბაგირო გზის დროებით გაფუჭებას ასახელებს.

სოფელ ითხვისის მცხოვრებთა გზის გადაკეტვის გამო პატარიძის მაღაროს დირექტორი  ნუგზარ ჯოხაძე ადგილზე მივიდა და მოსახლეობას შეხვდა.  მათთან საუბრის დროს ჯოხაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია და კომპანია დაზიანებული გზის შეკეთებას უახლოეს დღეებში  დაიწყებს.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები