კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი: „უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ აეყვანათ“

21 დეკემბერი, 2012

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ემხრობა აზრს, რომ „უკეთესი იქნებოდა, არ აეყვანათ და კარგი იქნება, თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს“ ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „რუსთავი2“ გენერალურ დირექტორს, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ფინანსური მაქინაციის ბრალდებით,  ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 19 დეკემბერს დააკავა.

„გვარამიას შემთხვევაში შემიძლია, ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ გნებავთ, როგორც პოლიტიკოსისაც, პოზიცია დავაფიქსირო, რომ იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს“, აცხადებს პრემიერ-მინისტრი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, სადაც ივანიშვილი  „რუსთავი2“-ს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიას უწოდებს.

„ჯერ როგორი თავისუფალი ტელევიზიაა „რუსთავი 2“ და ამასთან დაკავშირებით რამდენი კითხვაა, ხომ კარგად ვიცით? ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს სააკაშვილის ტელევიზიაა და თუ სააკაშვილი თავის თავს აღიქვამს თავისუფლებად, რომ ის არის თავისუფლების სიმბოლო და ამიტომ "რუსთავი 2"-ს თავისუფალი უნდა ვუწოდოთ, მაშინ შეიძლება“, აცხადებს პრემიერ-მინისტრი, „ჩვენ ხომ გვესმის, რომ გვარამია ორი კვირაა, რაც ტელევიზიის დირექტორია და ამ ხნის განმავლობაში ნორმალური მენეჯერი ვითარებაში გარკვევას ვერ მოახერხებდა. თანაც, „რუსთავი 2“-ს ვინ რის თქმას უკრძალავს? ეს თქვეს ამერიკისა და ევროპისთვის, რომ, აი, თავისუფალ ტელევიზიას ესხმიან თავს“. 

პრეზიდენტმა 20 დეკემბერს მოწვეულ ვრცელ პრესკონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა  მთავრობა,  საპარლამენტო უმრავლესობა, და პირადად ივანიშვილი, ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებების გამო. მან ასევე დაგმო ნიკა  გვარამიას ( წარსულში, განათლების, ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი) „ყალბი ბრალდებით“ დაკავების ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა.

ნიკა გვარამიასთან ერთად  დაკავებულები არიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური,   ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ენერგიკომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და შპს „ელ ენდ ეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე.

დაკავებულებითვის ოფიციალური ბრალის წაყენებას 21 დეკემბერს აპირებენ.

Media.ge

ორიგინალი

ახალი ამბები