კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსანდრე ხეთაგური უჩა ნანუაშვილმა მოინახულა

21 დეკემბერი, 2012

მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოინახულა.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს.

ნანუაშვილის თქმით, ხეთაგური აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

„ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდის თეატრი. არანაირი ინფორმაცია არა აქვს კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. მისთვის უცნობია ქრთამის მიმცემი. აცხადებს, რომ არა აქვს ინფორმაცია, თუ ვინ გასცა  ქრთამი“, - აცხადებს ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, ხეთაგური მის მიმართ წაყენებული ბრალდებასთან დაკავშირებით მასალების გაცნობას ელოდება.

ამ დროისთვის მოდულის შენობაში იმყოფება ხეთაგურის ადვოკატი დავით ხაჟალია. არსებული ინფორმაციით, ხეთაგურის დაკითხვა ამჯერად "ქართუ ბანკის" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

უჩა ნანუაშვილმა მოდულის შენობა უკვე დატოვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები