პოლიციამ ქუთაისის ინციდენტის მონაწილეები დაკითხა
24.12.2012
ქუთაისში 19 დეკემბერს პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარი ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. პოლიციამ უკვე დაკითხა აქციის რამდენიმე მონაწილე.
აღნიშნულთან დაკავშირებით 20 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც მომხდარის „ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოცირებას კატეგორიულად უარყოფს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით კი, აქციის მონაწილეთა ხმაურიანი პროტესტი სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ იყო პროვოცირებული და მას გუბაზ სანიკიძის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი ორგანიზატორობდა.
სანიკიძის განცხადებით: „მეთაფლიშვილი ქუთაისში კარგა ხანია, არ ყოფილა, ხოლო კახი დვალიშვილი, რომლის გვარი ასევე გაჟღერდა, შემთხვევის დროს გიორგი თევდორაძეს დაეხმარა მანქანამდე მისულიყო და ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა“.
„ნაციონალებს“ არ უნდა მიეცეს საშუალება, მომხდარი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ამისთვის საჭიროა, სამართალდამცველებმა ყველაფერი გამოიძიონ და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. ყველა ეჭვს და ბრალდებას საბოლოოდ ბოლო უნდა მოეღოს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას