კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანის მაჟორიტარ დეპუტატს პროკურატურაში იბარებენ

24 დეკემბერი, 2012

ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს,  მაგრამ იგი უწყებაში მისვლას არ აპირებს.

პროკურატურა ლეჟავას დაკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის ოფისში  ადგილობრივი  ბიზნესმენის, მამუკა შარაშენიძის ცემასთან დაკავშირებით გეგმავს.

ლეჟავას თქმით, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როდესაც ბიზნესმენი სცემეს, იგი ოფისში არ იმყოფებოდა. სასამართლოს მიერ  საბოლოო განაჩენის გამოტანამდე კი პაატა ლეჟავა და ვანის გამგებელი დავით კაკაბაძე თავისუფლებას გირაოს საფუძველზე ინარჩუნებენ.

პაატა ლეჟავას თქმით, ის პროკურატურაში გამოცხადებას იმიტომ არ აპირებს, რომ  ხელისუფლება მას და დავით კაკაბაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნის.

მარი ტაბიძე, ვანი

ახალი ამბები