კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერის საკრებულოს თანამშრომლებმა საპრემიო თანხებზე უარი განაცხადეს

24 დეკემბერი, 2012

19 დეკემბერს საჩხერის  საკრებულოს სხდომაზე  2013 წლის ბიუჯეტი საჯაროდ განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულომ რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა, რადგან ბიუჯეტის ფორმირებაში ხალხის აზრი მაქსიმალურად გაეთვალისწინებიათ.

სხდომაზე ბიუჯეტის წინა პროექტში ცვლილებები შევიდა, რაც ორგანიზაციებს შორის თანხების პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებას შეეხო.

„მუნიციპალიტეტში გვყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ასევე ონკოდაავადებულები. არის ოჯახები, რომლებსაც სოციალური პრობლემები აქვთ და ჩვენ სწორედ ამ ბიუჯეტში ყველა ეს საკითხი გვინდა, გავითვალისწინოთ.  შეიძლება ითქვას, საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013წლის ბიუჯეტი სოციალური სოციალური პაკეტით იქნება დატვირთული“, - განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ ინგა ზამბახიძემ.

სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდის გამო საჩხერის საკრებულოს თანამშრომლებმა საპრემიო თანხებზე უარი განაცხადეს და საკუთარი ხარჯებიც შეამცირეს.

მარი ტაბიძე, საჩხერე

ახალი ამბები