კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ

25 დეკემბერი, 2012
 

საქართველოს 2012 წლის 1 ოქტომბრის კონკურენტული  საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიული არჩევნების განმტკიცების თვალსაზრისით და შეესაბამება  ეუთოს მიმართ აღებული ვალდებულებს. თუმცა, გადაუწყვეტელი დარჩა  „ზოგიერთი საკვანძო საკითხი“.

ამის შესახებ ნათქვამია  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში, რომელიც 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანია მთელი პერიოდის განმავლობაში ხასიათდებოდა მოქალაქეთა აქტიურობით, მათ შორის - მასობრივი აქციებით. თუმცა, ანგარიშის ავტორები მიუთითებენ „პოლარიზებულ და დაძაბულ“ საარჩევნო გარემოზე, ხისტ წინასაარჩევნო რიტორიკასა და ძალადობის რამდენიმე ფაქტზე.

ანგარიშის თანახმად,  არჩევნების დროს ზღვარი  სახელმწიფო ორგანოებისა და მმართველი პარტიის მოქმედებას შორის ზოგჯერ  წაშლილი იყო.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია ასევე აფასებს საქართველოს საარჩევნო კოდექსს, სადაც „გათვალისწინებულია ეუთოს ბევრი რეკომენდაცია“ და კარგი საფუძველია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა კოდექსში რჩება ზოგიერთი ხარვეზი, მაგალითად ამომრჩევლების განსხვავებული რაოდენობა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

დოკუმენტში ასევე მოცემულია რეკომენდაციები, რომელიც ეხება წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მიერ ბალანსის დაცვას. ეს საკითხი, ანგარიშის ავტორთა პოზიციით,   მიბმულია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების  სამართლებრივ რეგულირებასთან. დამკვირვებლები ასევე ურჩევენ საქართველოს, კიდევ უფრო დააზუსტოს   ამომრჩეველთა სიები.

შუალედური და წინამდებარე ანგარიშების გათვალისწინებით, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოს ურჩევენ გადახედოს საარჩევნო სისტემის ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რამდენადაც შესაძლებელია „ზოგიერთი ტექნიკური და პროცედურული ელემენტის“  გაუმჯობესება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ NPO.GE-ს ვებ-გვერდზე.

ახალი ამბები