კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარმა პროტესტის ნიშნად ყური მოიჭრა

25 დეკემბერი, 2012
 
სასჯელაღსრულების გლდანის მე–8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, რომელიც ტუბერკულოზის მძიმე ფორმით არის დაავადებული, პროტესტის ნიშნად ყური მოიჭრა. პატიმარი აცხადებს, რომ გლდანის საპყრობილეში ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო პირობებში იმყოფება.

მსჯავრდებული გლდანის მე–8 დაწესებულებაში ქსნის ტუბზონიდან გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, პატიმრის გადაყვანა საპყრობილეში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდა. აღნიშნული პატიმარი, ცოტა ხნის წინ, ქსნის ტუბზონაში გამართული საპროტესტო აქციის ერთ–ერთი ინიციატორი იყო. პატიმრები მთავარი ექიმის და ადმინისტრაციის სამი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას, კვების და პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. სამინისტრომ მათი მოთხოვნა მხოლოდ თანამშრომლების გათავისუფლების ნაწილში დააკმაყოფილა.

პატიმარი ქსნის ტუბზონაში დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს სხეულის უფრო მძიმე დაზიანებები მიიყენოს.

პატიმარი გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მოინახულეს. მასთან ერთად საკანში კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობს, რომელიც გლდანში ასევე ქსნის ტუბზონიდან გადაიყვანეს.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავენ რეკომენდაციით, უზრუნველყონ აღნიშნული პატიმრების მოთავსება იმ დაწესებულებაში, სადაც ისინი მიიღებენ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას და პირობები არ გააუარესებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები