კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობის თქმით, ნატახტარის ლუდის ქარხნიდან კანალიზაცია მდინარეში ჩაედინება

25 დეკემბერი, 2012
 
როგორც წეროვანში დასახლებული დევნილები ამბობენ, დასახლებასთან ახლოს,  მდინარე ნარეკვავი ნატახტრის ლუდის ქარხნიდან  ჩამავალი კანალიზაციით ბინძურდება. უსიამოვნო სუნი მთელს დასახლებაში იგრძნობა.  

მოსახლეობის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ დასახლებაში გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს, რაც ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი გივი გაიპარაშვილი, წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში სწორედ იმ მხარეს ცხოვრობს, სადაც მდინარე ნარეკვავი  ჩაედინება.

„ზოგჯერ დასახლებაში აუტანელი სუნი დგება. მდინარესთან მიახლოებაც კი შეუძლებელია. ეს ადგილი ისედაც ჭაობიანი და ნესტიანია და ახლა ეს სუნიც ემატება. არ ვიცით, ნატახტრის ლუდის ქარხნიდან მდინარეში, რა ნივთიერებები ჩაედინება მაგრამ ამას რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებისგან გამოკვლევა, შესწავლა და კონტროლი უნდა, ეს ნამდვილად ცხადია, შეიძლება ეს პრობლემა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოც კი იყოს“.

დაახლოებით მსგავსი პრობლემაა დუშეთის რაიონში, დაბა ჟინვალთან. აქ,  სამხედრო გზასთან, კანალიზაციის კოლექტორი მწყობრიდანაა გამოსული და კანალიზაცია მდინარე არაგვში ჩაედინება,  საიდანაც თბილისი სასმელი წყლით მარაგდება. 

გიორგი იორამაშვილი, მცხეთა-მთიანეთი

ახალი ამბები