კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ თანამდებობა 31-მა გამგებელმა და 16-მა საკრებულოს თავმჯდომარემ დატოვა

25 დეკემბერი, 2012
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თანამდებობა 31 გამგებელმა დატოვა. მათგან სამსახურიდან 29  პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, ხოლო ორი  - საკრებულოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 

ამავე პერიოდში თანამდებობა დატოვა 16 საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის 14-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ორმა - საკრებულოს გადაწყვეტილებით.

„პირადი განცხადებით თანამდებობის დატოვების დროს, როგორც წესი, ყოფილი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს, ხოლო მიზეზად,  ძირითადად,  სახელდებოდა ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობები, ცენტრალური ხელისუფლების ცვლილება და საპროტესტო აქციების გამო ვითარების ესკალაციის თავიდან აცილება. ყოფილი თანამდებობის პირები  მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში საუბრობენ   მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობების საკრებულოების უმეტესობაში კვლავაც უმრავლესობას წარმოადგენს, მათ მიერ არჩეული ახალი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან, რაც ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, მიიღეს თუ არა საკრებულოს წევრებმა ეს გადაწყვეტილებები საკრებულოს  ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში.

„გამგებლების შეცვლის შემდეგ 7 მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინეს. ხშირ შემთხვევაში მიზეზად სტრუქტურული რეორგანიზაცია, ან კადრების გადაჭარბებული რაოდენობა დასახელდა.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ მოქალაქეთა საპროტესტო აქციები ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით განპირობებულია მათი მოლოდინით, რომ ხელისუფლების ცვლილებას ცენტრალურ დონეზე ბუნებრივად უნდა მოჰყვეს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაც და ადგილობრივ დონეზეც გადაწყვეტილების მიმღებები პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ უნდა გახდეს.

„მიგვაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში. მიგვაჩნია, რომ მერებისა და გამგებლების არჩევითობა არის ერთ-ერთი გზა, რათა თვითმმართველობის თანამდებობის პირთა მიმართ გაიზარდოს მოქალაქეთა ნდობა“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ახალი ამბები