კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

25 დეკემბერი, 2012
 
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან როლანდ ახალია პროკურატურაში 25 დეკემბრისთვის დაიბარეს. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია მოწმის სახით დაიკითხება საქმეზე, რომელიც უძრავი ქონების და ფულადი თანხის გამოძალვას ეხება. საქმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი იყო, ვიდრე ის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ზუგდიდის ერთმანდატიანი სადავო ოლქიდან დეპუტატი გახდებოდა. იგი თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მამაა. 

ბაჩო ახალაია ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო დათა ახალაია, რომელსაც დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და წამების საქმეზე, საქართველოში არ იმყოფება და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები