კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

1 ლარად გაყიდული და 3,3 მლნ ლარად შესყიდული ქონება

26 დეკემბერი, 2012
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

 
2012 წლის გაზაფხულის ბოლოს გორის შესასვლელთან მასშტაბური მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს და სოფელ სვენეთის ტერიტორიულ ორგანოს შემადგენლობაში შედის. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ დადგმული კონსტრუქციები სასათბურე მეურნეობის მშენებლობას იუწყებოდა. 

ამ მშენებლობას მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სახელს უკავშირებდნენ. აღმოჩნდა, რომ სასათბურე მეურნეობას დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. აღნიშნული უწყება ყოფილ შს მინისტრთან და პრემიერთან ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული უწყება იყო.

რეალურად, ვინ ააშენა ეს საწარმო? საერთოდ რას წარმოადგენს, რა გამოცდილება აქვს და რა წყაროებით ახორციელებს ინვესტიციებს მისი მფლობელი? დღემდე სასათბურე მეურნეობის სიახლოვეს რაიმე მიმანიშნებელი აბრა არაა გამოკრული. თავიდანვე მფლობელიც და დაფინანსებიც წყაროც გასაიდუმლოებული იყო. საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის წყალობით, ცნობილი გახდა, რომ სასათბურე მეურნეობას შპს „გორის სასათბურე მეურნეობა“ ფლობს. 
 
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „გორის სასათბურე მეურნეობა“ 2012 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, კახა ლეგაშვილის ბრძანების საფუძველზე. შპს-ს 100% წილის მფლობელად განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დირექტორად პაატა ზურებიანი.

2012 წლის 25 ივლისიდან შპს გორის სასათბურე მეურნეობის 100% წილი 3.300.000 ლარად შეისყიდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა 2011 წლის 26 დეკემბერს. თავდაპირველად ფონდის გამგეობის წევრები იყვნენ ნიკა გილაური, ზაზა გოროზია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ვერა ქობალია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ფაქტობრივად, ერთ ლარად გადაცემული მიწა სახელმწიფომ 3 მლნ 300 000 ლარად შეიძინა.

2012 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით შპს „გორის სასათბურე მეურნეობას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჯამში 28,946 კვ.მ ფართობით და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჯამში 4,351 კვ.მ.-ის ფართობით. მიწები სოფელ სვენეთში მდებარეობს. 

პრეზიდენტის განკარგულება ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა გაასაჯაროვა. განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებო პირობად არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება განისაზღვრა.

2012 წლის 19 ნოემბრიდან ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა ახალმა გამგეობამ ჩაანაცვლა. ახალი გამგეობის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.
 

ახალი ამბები