კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღების აღმზრდელები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

26 დეკემბერი, 2012
 
ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. საბავშვო ბაღების აღმზრდელები აცხადებენ, რომ მათი სამსახური შრომატევადია, ანაზღაურება კი - უმნიშვნელო.

24 დეკემბერს სკოლამელი დაწესებულებების  თანამშრომლები საკრებულოს „მემარჯვენე“ წევრს, ფრაქცია „ქუთაისის“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძეს შეხვნენ და ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარება ითხოვეს.

„ჩვენი ხელფასი 200 ლარს შეადგენს, რაც სასაცილო ანაზღაურებაა ჩვენს ყოველდღიურ შრომასთან შედარებით. ბავშვთან და მის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. ყოველ წუთს თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ რაიმე არ დაიშავონ. დაძაბული ვართ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე", - აცხადებენ ბაღის აღმზრდელები.

ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების საქალაქო სამსახურში  სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთა მოთხოვნას სამათლიანიანად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მომავალი წლის იანვრიდან ბიუჯეტში ცვლილებები შევა და მათი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება. 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები