21:56, Tuesday, 07.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლანჩხუთის გამგებლის შესარჩევი ვნებათაღელვა

27.12.2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამგებლის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისია თავდაპირველად ოთხმა წევრმა დატოვა. პირველსავე სხდომაზე ოთხი წევრის დატოვება ერთგვარი პროტესტი იყო კომისიისადმი.

„ეს კომისია ვერ იქნება ობიექტური, რადგან 15 კაციდან ხუთი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ამასთან, საზოგადოების სპექტრი მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადეს მათ humanrights.ge-სთან საუბრისას.

ამის შემდეგ კომისია მეორე სხდომაზე დატოვეს ორი ადგილობრივი გაზეთის რედაქტორმა, ნონა გიგინეიშვილმა და ქეთევან ნაკაშიძემ. ბოლოს კომისიაში სულ 9 წევრი დარჩა.

კომისიის თავმჯდომარის, ზვიად აფხაზავას თქმით, კომისიაში განცხადება გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სულ 106-მა ადამიანმა შეიტანა. ამათგან, მეორე ეტაპზე ხუთი კანდიდატი გადავიდა: ზაზა ურუშაძე, რომან ბიწაძე, აპოლონ წილოსანი, ირინა ფირცხალავა (აბაშა) და მერაბ სერგოშვილი (ბათუმი).

რომან ბიწაძე თავის დროზე კომისიის წევრად იყო წარდგენილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ და მისი სახელისა და გვარის ხილვა კანდიდატთა შორის გარკვეულ კითხვას ბადებს.

რატომ შეიტანა განცხადება ვაკანტური ადგილის დასაკავებლად იმ კომისიაში, რომელსაც უნდობლობას უცხადებს? ამ კითხვით თავად რომან ბიწაძეს მივმართეთ.

„ერთ–ერთ გაზეთში ვნახე კანდიდატ ზაზა ურუშაძის ინტერვიუ, სადაც ამბობს, ბიზნეს–გეგმებს განვახორციელებო. გამოდის, ის საერთოდ არ იცნობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს და არ იცის, რა ევალება გამგებელს. სწორედ ამის მერე შევიტანე მეც ჩემი რეზიუმე კომისიაში. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არ ესიამოვნება კომისიის ზოგიერთ წევრს. თანაც, მაინტერესებს, რა მოტივით მეტყვიან უარს“, - განაცხადა რომან ბიწაძემ.

კომისიას უნდობლობა გამოუცხადა და განცხადება არ შეიტანა კოალიციის სასურველმა გამგებლობის კანდიდატმა, გელა პატეიშვილმა: „კოალიცია ამ კომისიას უცხადებს უნდობლობას. აღვიქვამთ მას, როგორც „ნაცმოძრაობის“ კომისიას და გავემიჯნეთ მას. მივიჩნევთ, რომ არაობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ. დრო გავა და ეს გამოჩნდება კიდეც“.

კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა ამბობს, რომ მეორე ეტაპზე გადასულმა ხუთმა წევრმა კომისიაში სრული დოკუმენტაცია წარმოადგინა. ამის შემდეგ მათ მიეცემათ კონკურსანტის ფურცელი, რომელიც ხელზე უნდა ჩაბარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხსნებიან კანდიდატურიდან.

ზვიად აფხაზავას თქმით, მეორე სხდომას კომისიის დარჩენილი ცხრა წევრიდან შვიდი ესწრებოდა, თუმცა, როგორც აფხაზავამ გვითხრა, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ მუშაობა გააგრძელოს: „ბრძანებაში სხდომის წინა დღეს (ანუ პარასკევს, 21 დეკემბერს) შევიდა ცვლილება და აისახა მხოლოდ ის წევრები, ვინც დარჩნენ კომისიაში. ვინც უარი განაცხადა, კომისიის რაოდენობა საბოლოოდ მათი გამოკლებით განისაზღვრა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში მითითებულია, რომ კონკურსი ჩაშლილია მაშინ, „თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება ამ თანამდებობაზე“. არსად წერია, რომ წევრი თუ დატოვებს კომისიას, კონკურსი ჩაშლილიაო. ასე რომ, ქვორუმთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. ეს ყველაფერი მოხდა იურისტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, რათა კითხვის ქვეშ რამე არ დარჩენილიყო.

საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესში ვკითხულობთ: „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი“. როგორც ჩანს, სწორედ იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი იყო საჭირო სხდომის ჩასატარებლად, გადამწყვეტი სხდომის წინა დღეს შევიდა ცვლილება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში და კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა არა 15-ით, არამედ დარჩენილი 9 წევრით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC