კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენერალურმა ინსპექციამ ალექსი ბახუტოვის საქმის შესწავლა დაიწყო

27 დეკემბერი, 2012

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ალექსი ბახუტოვის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოლქო პროკურატურის რიგითი პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი, რომელიც ალექსი ბახუტოვის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა, დააწინაურეს და თელავის პროკურორის მოადგილედ დანიშნეს.

ბახუტოვის საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში არაერთხელ მოხვდა. მას ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობა წამების შედეგად აღიარებინეს. ბახუტოვს თელავის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ე.წ. „მოკლული“ ცოცხალი იყო. ამის მიუხედავად, ბახუტოვი პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობით გადააკვალიფიცირა და სასამართლომ ბახუტოვს სასჯელი შეუმცირა.

პროკურორის დაწინაურების საკითხზე კომენტირებისას, კახეთის საოლქო პროკურორმა ესტატე მარგებაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის ბახუტოვის საქმეს არ იცნობდა. „მე არ ვიცნობდი ბახუტოვის საქმეს. უკვე მოვახსენეთ მთავარ პროკურატურას და მივიღებთ გადაწყვეტილებას. გეთანხმებით, ზურაბ ჯავახიშვილი, რომელსაც ამ საქმეზე უმუშავია, დავაწინაურეთ“, – აღნიშნა მარგებაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები