კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან

27 დეკემბერი, 2012

22 დეკემბერს ზესტაფონის ძველი ბაზრის მოვაჭრეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ. ისინი ძველ ადგილებზე ვაჭრობის უფლების დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალ შენობაში არ იმუშავებენ, რადგან იქ მაღალი გადასახადებია, რომლის გადახდა მათ არ შეუძლიათ.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტი პატარაა და ჩვენ ვერაფერს ვაჭრობთ. ხალხი ბაზარში არ დადის. ვაჭრობა რაკი არ გვაქვს და არ შეგვიძლია ახალ ბაზარში დადგენილი მაღალი გადასახადის გადახდა, ჩვენ ვითხოვთ, ძველ ბაზარში მოგვეცეს ვაჭრობის საშუალება“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

ისინი პრობლემის მოგვარების მიზნით ზესტაფონის გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით ზესტაფონის ახლადდანიშნული გამგებელი ნუგზარ ქამუშაძე მოვაჭრეებს გაესაუბრა. „ჩვენი მიზანია, დავიცვათ როგორც მოვაჭრის ასევე მყიდველის ინტერესი. ფაქტია, რომ ძველი ბაზრის პირობები ვერ აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს. ეს ნორმები კარგადაა დაცული ახალადაშენებულ  ბაზარში. კარგად მესმის მოვაჭრეებისაც, რომლებსაც არ შეუძლიათ იქ დაწესებული გადასახადების გადახდა. შევეცდებით, ეს პრობლემა დროულად მოვაგვაროთ და მხარეები კმაყოფილები დარჩნენ“, - განაცხადა ნუგზარ ქამუშაძემ.

23 დეკემბერს ზესტაფონის ძველი ბაზრის მოვაჭრეები დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ.  მოგვიანებით მათთან ბაზრის მენეჯერი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ დირექტორი თბილისში იყო. „ეს ბაზარი იფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით პირობების გაუმჯობესებას. მანქანების სადგომი უკვე გავაკეთეთ, რაც აქ მოვაჭრე ადამიანების მოთხოვნა იყო“, - განაცხადა ზესტაფონის აგრარული ბაზრის მენეჯერმა ამირან კაკაურიძემ.

მოვაჭრეები ბაზრის დირექტორთან შეხვედრას მაინც ითხოვდნენ. ისინი ბაზრის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და დირექტორის კარის აჭედვა სცადეს. შენობიდან მათი გამოყვანა პოლიციის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ბაზრის მენეჯერი მათ დაპირდა, რომ დირექტორი მათ ჩამოსვლისთანავე შეხვდება და პრობლემები ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად მოგვარდება. პრობლების მოუგვარებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები ზესტაფონში მთავარი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები