კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: ციხის თანამშრომლებმა შეცდომა დაუშვეს

8 იანვარი, 2013

სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მედიასთან საუბარში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ციხის თანამშრომელთა შეცდომაზე ისაუბრა.
 
„დაუშვეს შეცდომა ადამიანებმა, ვისაც უნდა ედევნებითნა თვალი კამერისთვის. წინასწარ იყო გაფრთხიელბა, რომ პატიმარი მიდრეკილი იყო სუიციდისადმი. მათ არ მიაქციეს ყურადღება. სუიციდისთვის მზადება დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა მინისტრმა.
 
სუბარის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს შიდა მოკვლევა.
 
„სასჯელაღსრულების სისტემაში 4500 ადამიანი მუშაობს, რომელთაც გადამზადება სჭირდება“, - აცხადებს სუბარი.
 
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.
 
მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა.
 
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია ხასიას განმარტებით, 2012 წლის 23 დეკემბერს დაწესებულების ექიმმა 28 წლის მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება: მოჭარბებული უხასიათობა და განწყობის დაქვეითება, ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24- საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე გამოიძახეს ფსიქიატრი შემდგომი კონსულტაციისთვის.
 
„მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თკ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის(ყაჩაღობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გუშინ, 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები