კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარიმები შემცირდა

8 იანვარი, 2013

ინტერპრესნიუსი

სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის დადეგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება პირველი იანვრიდან  შევიდა ძალაში.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას,  შესაძლებელია,  სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში სხვა ცვლილებებიც  განხორციელდა. კერძოდ, დეკლარაციის დაგვიანების წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრა.

სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება. საურავის ოდენობა 0,07 %-დან 0,06 %-მდე შემცირდა. საქონლის წარდგენის დეკლარირების ვადა ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარი 1 500 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით  განისაზღვრა, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად - 50 ლარით.

კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლება, დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად, სასამართლოსაც მიენიჭა.

საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ მოხდება. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად,  საქართველოს მთავრობა მიიღებს. ასევე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზარდა და 3 წელი გახდა. მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა კი, მთავრობის დადგენილების ნაცვლად,  კანონით განისაზღვრა.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა და იპოთეკით დატვირთვა გახდა შესაძლებელი. 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვალა და გადასახადის წყაროსთან დაიბეგრა 2006 და 2007 წლის საგადასახადო პერიოდებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები. ხოლო, რაც შეეხება 2008 – 2009 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, გადანაწილდა და ანაზღაურებულად ჩაითვალა 2013-2015 წლებში და თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან ანთავისუფლების ვადა 2014 წლის 1 იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის. იმპორტს 2013 წლის 1 ივნისამდე გაუგრძელდა ვადა.

„შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრირებას საგადასახადო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების საფუძველზე განაგრძობს. ცვლილებები ძირითადად ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული და სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის განხორციელდა. მივმართავთ გადასახადის გადამხდელებს, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა, ჯარიმების და სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს კიდევ ერთხელ და ცალსახად ვაცხადებთ: განვაგრძობთ სამართლიან, ეფექტურ და აქტიურ საგადასახადო ადმინისტრირებას. არ არსებობს არც ერთი სფერო და მიმართულება, რომელიც არ ექვემდებარება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს. ჩვენ გვაქვს მკაცრი მონიტორინგი ჩვენი სამსახურის ქმედებებზე და, შესაბამისად, განვიხილავთ თითოეულ საჩივარს და გამოვრიცხავთ გადასახადების გადამხდელის მიმართ რაიმე სახის მართლმსაწინააღმდეგო ღონისძიებებს”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები სალარო აპარატის მომსახურებისთვის წელიწადში ორჯერ გადაიხდიან 30 ლარს,  60 ლარის წინასწარ გადახდის ნაცვლად.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, კონტრაბანდასთან ბრძოლაც გაძლიერდა, საბაჟო საზღვარზე გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა კი, თითქმის გაორმაგდა. (სექტემბერი-ოქტომბერი 298 სამართალდარღვევა, ნოემბერი-დეკემბერი – 518 სამართალდარღვევა).

ახალი ამბები