კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით უსუფაშვილი: „პრეზიდენტმა პედოფილი თვითონ შეიწყალა“

9 იანვარი, 2013
 
გასული წლის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე, დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარლამენტი და მთავრობა პედოფილებისა და ჯაშუშების განთავისუფლების მცდელობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის კანონს ამნისტიის შესახებ და განაცხადა, რომ იგი ხელს არ მოაწერს ისეთ კანონს, რომელიც ჯაშუშებს და პედოფილებს ათავისუფლებს.

დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას წარმოადგინა საბუთები, სადაც პრეზიდენტის ხელმოწერით, დეკემბერში შეწყალებულია მსგავსი მუხლებით გასამართლებული პირები.

„შემოვიდა უკადრებელი თემები საუბრით, რომ ჩვენ პედოფილებს ვუშვებთ და ა.შ. ეს არის მიზანმმიმართული PR-აქცია იმ მიზნით, რომ გადაიფაროს პოლიტმატიმრების გათავისუფლების პრობლემა. 13 დეკემბერს პრეზიდენტის შეწყალების აქტში არსებობს მოქალაქე გ.ჩ., რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა და ის იყო სწორედ 141 მუხლით დაპატიმრებული, რომელიც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვანთან“, -განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირონიულად აღნიშნა ის ფაქტი, რომ თუ თავად პრეზიდენტი შეიწყალებს კონკრეტულ დანაშაულში მსჯავრდებულს, პარლამენტს ამის უფლება არ გააჩნია.

უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ განთავისუფლებულ მსჯავრდებულს 2023 წლამდე ჰქონდათ მისჯილი პატიმრობა.

ექსპრესნიუსი

ახალი ამბები