კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება

15 იანვარი, 2013

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი   ხდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 14 იანვარს დარეგისტრირდა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. თავის მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ თანამდებობის ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს და მათთან ერთად დანაშულის ჩამდენ პირებს ეხებათ. კანონმდებლობის თანახმად, „თანამდებობის პირებში“ იგულისხმება ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე - პრეზიდენტით დაწყებული ადგილობრივი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებით დასრულებული.

მოქმედი „სისხლის სამართლის საპროცესო“ კოდექსით ნაფიც მსაჯულთა განსჯად სფეროებს განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წარმოადგენს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ისეთ საქმეებზე შეიძლება გამოიტანონ, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (სსკ-ის 109-ე მუხლი), მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (სსკ-ის 110-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (სსკ-ის 111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 112-ე მუხლი), მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (სსკ-ის 113-ე მუხლი) და მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (სსკ-ის 114-ე მუხლი).

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები