კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიადაურის ნათესავებმა თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს

16 იანვარი, 2013

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ნათესავებმა, რომლებიც თანამდებობებზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს.

„ისეთი ამბები ატეხეთ, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და მთელმა ზვიდაურებმა განცხადებები დამიწერეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.

„ბერდია ზვიადაურის და ჩემი ცოლისდის შემთხვევაში განცხადებები უკვე დავაკმაყოფილე, დანარჩენები - ჯერ არა. დაველაპრაკები, იქნებ გადაიფიქრონ“, – აღნიშნა გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, თანამდებობებზე, პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის ნათესავების მასობრივად დანიშვნის შესახებ სტატია 8 იანვარს გამოაქვეყნა. „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის გამგებლად დანიშნულმა ბექა ბაიდაურმა თანაშემწედ ცოლისდა, 23 წლის მაგდა ლაგაზაური დანიშნა. გამგებლის მოადგილედ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი ბერდია ზვიადაური დაინიშნა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დანიშნული მერაბ ზვიადაურიც დეპუტატის ბიძაშვილია. გამგებლის მოადგილის ბერდია ზვიადაურის ცოლი ლელა ახმეტელი დაინიშნა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. ბექა ბაიდაურიც ზურაბ ზვიადაურის მეგობარია. ზვიადაურის ნათესავია ზაზა მებაღიშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ახმეტის სერვის-ცენტრის უფროსად დაინიშნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზაზა მებაღიშვილის შვილი ზურაბ ზვიადაურის დის შვილის ცოლია“, – წერდა კახეთის საინფორმაციო ცენტრი სტატიაში სათაურით:„ცოლი, ცოლისდა, ბიძაშვილები და მძახალი – ზურაბ ზვიადაურის კლანი ახმეტაში“.

სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. სტატიაზე მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმაც.

11 იანვარს, როცა კახეთის საინფორმაციო ცენტრი ზურაბ ზვიადაურს სხვა საკითხზე კომენტარის ჩასაწერად დაუკავშირდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სტატიის ავტორ ჟურნალისტს „ანგარიშის ჩაბარება“ მოსთხოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები