კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანა ქუთაისის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკაა

17 იანვარი, 2013
 
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან 15 იანვარს, საკმაოდ მოკრძალებულ გარემოში, შედგა. პრეზიდენტის პათოსს მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელიც  პარლამენტის თბილისში დაბრუნებას შეიძლება მოჰყვეს, ძირითადად, უნივერსიტეტის პირველკურსელები ისმენდნენ.     

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების აუცილებლობასა და იმ სამომავლო გეგმების ამოქმედებაზე ისაუბრა, რომელიც, მისივე განმარტებით, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით დაიწყო და რომელიც, მთლიანად დასავლეთ საქართველოს განვითარებას გულისხმობს.

"პარლამენტის თბილისში გადატანა, ეს არის ქუთაისის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა. აირჩიეთ, რა გსურთ: ის, რომ იცხოვროთ განვითარებულ, ევროპული ტიპის, ფუნქციურად დატვირთულ ქალაქში, თუ დაბრუნდეთ 90-იან წლებში", - საკითხის ამრიგად დასმის შემდეგ, სააკაშვილმა სტუდენტების რამდენიმე შეკითხვებს უპასუხა.

რაც შეეხება სტუდენტთა პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა, მათი აზრი ორად იყოფა. ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ ქუთაისის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის პარლამენტის ქუთაისში დარჩენა აუცილებელია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ იმისთვის, რათა ქალაქი ფუნქციურად დაიტვირთოს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ადგილობრივების დასაქმება, ფაბრიკა-ქარხნებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ამოქმედება და ა. შ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები