კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იურისტის ვაკანსია ადამიანის უფლებათა ცენტრში

იურისტის ვაკანსია ადამიანის უფლებათა ცენტრში

სასამართლო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე თბილისში. იურისტი იმუშავებს სრულ განაკვეთზე პროექტის დირექტორის ხელმძღვანელობის ქვეშ.

ძირითადი მოვალეობებია:

• შერჩეული სასამართლო პროცესების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება შეფასება და ანალიზი, რამდენად დაიცვა სასამართლომ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპები
• მონიტორინგისათვის შერჩეული საქმეების შესწავლა; საქმის მასალების მოპოვება სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე საქმეში ჩართულ პირებთან კომუნიკაციის გზით
• კონსულტაციების გაწევა პროექტში ჩართული ჟურნალისტისათვის, რომელიც მოამზადებს სტატიებს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით

კვალიფიკაცია:
• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით
• იურიდიული პრაქტიკის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სისხლის სამართლის მიმართულებით
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ძირითადი დოკუმენტების კარგი ცოდნა
• ინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნა
• Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა
• გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
• კომუნიკაციისა და ორგანიზების გამორჩეული უნარი
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, პუნქტუალობა, ობიექტურობა

ანაზღაურება:  450 $

განაცხადის შეტანის პროცესი:

აპლიკანტებმა უნდა გააგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org

• CV
• სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ მიუთითებთ თქვენს კვალიფიკაციას და განმარტავთ, თუ რატომ ხართ დაინტერესებული ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობით.
• ორი სარეკომენდაციო წერილი

არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითოთ „იურისტი - ვაკანსია“. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 25 იანვარი. ორგანიზაცია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.