კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოჰაბიტაცია გურიაში

18 იანვარი, 2013

ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციებში ცვლილებებია. ახალი წლის შემდეგ სამივე რაიონში ორგანიზაციის ლიდერები ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირები გახდნენ.

ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პოსტი მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ გოგოტიშვილმა დაიკავა. ჩოხატაურში კი - მოქმედმა მოადგილემ, დიმიტრი კორიფაძემ. კორიფაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ჩოხატაურში მალე ყველასთვის ღია იქნება. ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ წევრი თამაზ ჯინჭარაძე დაინიშნა. მიუხედავად პარტიული განსხვავებისა, კორიფაძე  გამგებლის მოადგილის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ყოფილი მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი აქამდე ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძე გახლდათ. ახალი წლის შემდეგ  გოგუაძე აღმასრულებელ დირექტორად გადაიყვანეს, ხოლო თავმჯდომარეობა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კახა ასკურავას ხვდა წილად.

ჩვენს კითხვაზე, შემოთავაზების საფუძველზე გახდა პარტიული მუშაკი თუ თავისი სურვილით, ასკურავამ გვიპასუხა: „ამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვმუშაობდი ბევრ წამყვან თანამდებობაზე, თან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მაკავშირებს წლები და ვსარგებლობ მაღალი ნდობით“.

ასკურავა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, მთავრობის ყოფილი წევრის, ნიკა გვარამიას ახლო მეგობარია. თავის დროზე კონსერვატიული პარტია ასკურავამ სწორედ გვარამიას რჩევით დატოვა და 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჯერ გამგებლის, ხოლო შემდეგ გუბერნატორის მოადგილედაც კი მოგვევლინა. დღეს ის უკვე ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერია. მისი პასუხიდან გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ის ერთგვარ ვალდებულებას გრძნობდა და გრძნობს ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ, რის შესახებაც თავად მას ვკითხეთ კიდეც, მაგრამ პასუხს თავი აარიდა.

რამდენად გამართლებული და კანონიერია ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იყოს საჯარო მოხელე? მით უმეტეს, თუ ის თანამდებობის პირია, ამ შემთხვევაში - გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი? ამ კითხვებით მივმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს, იურისტ თამაზ ტრაპაიძეს.

„გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თუ იმავდროულად პარტიის ლიდერია , ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული: სახელმწიფო მოსამსახურეს არა აქვს უფლება, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის, ასევე ეკრძალება, როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს გარიგება თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პარტიასთან ან სხვა დაწესებულებასთან, - განმარტა ტრაპაიძემ.

ახალი ამბები